"ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა..." - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე? - კვირის პალიტრა

"ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა..." - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დიას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია მისი და ცოტ­ნეს გვერ­დით დგას...

ანა ჯა­ბა­უ­რი:

"ერთი პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო მინ­და გა­გიმ­ხი­ლოთ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა, რო­მელ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაც­ნო­ბი, უც­ნო­ბი თუ ჟურ­ნა­ლის­ტი მის­ვამს, არის ის, თუ რა მაძ­ლევს ძა­ლას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ­ხე­ლა გან­საც­დელს გა­ვუმკლავ­დე. დე­ტა­ლე­ბით თავს არ და ვერ შე­გა­წყენთ, ტო­მე­ბი დას­ჭირ­დე­ბა ამის გად­მო­ცე­მას.

მოკ­ლედ მო­სახ­სე­ნებ­ლად შემ­დე­გიც კმა­რა: ოთხი წელი გან­საც­დელ­სა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა, მისი სრულ­ყო­ფი­ლი მოვ­ლის­თვის წუ­თი­ე­რი მო­დუ­ნე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ამის ჩამ­დენ­თა სი­ძულ­ვილ­თან, არ­პა­ტი­ე­ბა­სა და უსა­მარ­თლო­ბის სუ­ლისმხუ­თავ გრძნო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა; წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პა­ლა­ტა­ში ცხოვ­რე­ბა და ამ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკან მო­ტო­ვე­ბულ-მი­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, საყ­ვა­რე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, სამ­შობ­ლო; შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის უსაშ­ვე­ლო მო­ნატ­რე­ბა და მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბის და­უძ­ლე­ვე­ლი სევ­და; სრუ­ლი­ად მარ­ტო ყოფ­ნა უმ­ძი­მეს ავად­მყოფ­თან ერ­თად, კო­ვი­დის­ტე­რი­ით სა­ხე­შეც­ვლილ, სიკ­ვდი­ლის მიმ­ღებ­ლო­ბა გა­ად­ვი­ლე­ბულ შო­რე­ულ ჰოს­პიტ­ლებ­ში, და კი­დევ უფრო მტან­ჯვე­ლი - სრუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა...

ამ ჯო­ჯო­ხე­თურ სი­ნამ­დვი­ლეს, უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დე­გაც, ცოტ­ნეს დე­დი­სა და ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მისი დაჯ­გუ­ფე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დევ­ნა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ჩემ­სა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლე­ბის ყვე­ლა გზით - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, მეტ­რო­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში მე­გა­ფო­ნე­ბით - სკან­დი­რე­ბა-გავ­რცე­ლე­ბა სდევ­და თან ლა­იტ­მო­ტი­ვად, არა­ფე­რი რომ არ ვთქვათ ამ ქალ­ბა­ტო­ნი­სა და მისი მეს­ვე­უ­რე­ბის მიერ მე და გი­ორ­გის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ უამ­რავ სა­სა­მარ­თლო­ებ­სა და სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში შე­ტა­ნილ სა­ჩივ­რებ­ზე; აგ­რეთ­ვე, ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხე­ლის­შეშ­ლა­ზე სა­კუ­თარ სახ­ლში არ­შეშ­ვე­ბი­თა თუ მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის დაბ­ლოკ­ვის მუდ­მი­ვი მცდე­ლო­ბე­ბით...

ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის წყა­რო არა­ერ­თია: სიყ­ვა­რუ­ლი, სიბ­რა­ლუ­ლი, უსა­მარ­თლო­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნელ ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლის სურ­ვი­ლი... მაგ­რამ... გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, დე­და­მი­წა­ზე მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბიც არ­სე­ბო­ბენ თურ­მე, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მძი­მე გან­საც­დე­ლის ჟამს შენს გვერ­დით არი­ან და და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ ჰოდა, ჩვენს ერთ ასეთ მფარ­ველ ან­გე­ლოზ­ზე გი­ამ­ბობთ დღეს თეა მა­მა­ლა­ძე კა­ნა­დე­ლი კარ­დი­ო­ლო­გია. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ ჯგუფ­ში მოვ­ხვდით და პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ვმე­გობ­რობთ. (გააგრძელეთ კითხვა)