"ტუჩები აღარ მაქვს...სრულიად ჯანმრთელი ვიყავი" - რას ჰყვება გოგო, რომელიც უიშვიათეს დაავადებას ებრძვის
29 წლის სალომე კოხრეიძე იშვიათ დაავადებას ებრძვის და ამჟამად საფრანგეთში მკურნალობს:
"მე ვარ სალომე კოხრეიძე 29 წლის. ყოველთვის მიჭირს ამ რთული პერიოდის გახსენება. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ დიაგნოზის დასმა, იმიტომ, რომ მე სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა გოგო ვიყავი, რომელსაც დამიდგინდა სისტემური სკლეროდერმია. პირველი რეაქცია იყო ჩემთვის გაუგებრობა, ძალიან დიდი ხანი დეპრესია მქონდა. ჩემი ოჯახი ძალიან დამეხმარა და ამ დეპრესიიდან გამომიყვანეს. 10 წელია ვიბრძვი და ალბათ ასეთ მებრძოლი რომ არ ვიყო და ჩემი ოჯახი არ მყავდეს გვერდით, ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს. ვიმყოფები საფრანგეთში, ახლაც უცხო მიწაზე, უცხო გარემოში, სადაც არავინ არ მყავს ახლობელი ვიბრძვით მე და ჩემი ქმარ-შვილი იმისთვის, რომ ჩემი მდგომარეობა დავასტაბილუროთ. მჯერა, რომ ამ დაავადებას დავიმორჩილებ. ვემზადებით გულის და ფილტვის გადანერგვისთვის, გავდივართ თერაპიულ კურსს, ვცდილობ კოპლექსები დავძლიო, შევიყვარე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, ძალიან რთულია, რომ ტუჩები არ მაქვს, კბილები რატომ მაქვს ასე, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება...ვბლოკავ ხოლმე კითხვას, თუმცა საქმე როცა ჩემს ჯანმრთელობას ეხება, ვფიქრობ, რომ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკო" - ამბობს სალომე კოხრეიძე.იხილეთ ვიდეო ლინკზე