"და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­გან არა­ვინ შე­მა­ჩე­რა. 16 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, 17 წლის ასაკ­ში შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე" - რას ჰყვება ნინია კაკაბაძე? - კვირის პალიტრა

"და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­გან არა­ვინ შე­მა­ჩე­რა. 16 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, 17 წლის ასაკ­ში შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე" - რას ჰყვება ნინია კაკაბაძე?

ჟურ­ნა­ლის­ტი ნი­ნია კა­კა­ბა­ძე ამ­ბობს, რომ 17 წლის ასაკ­ში გახ­და დედა და პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­უჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფურ­მუ­ლას" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მე-17 სარ­თუ­ლი“ ისა­უბ­რა - გა­და­ცე­მის ერთ-ერთი თემა ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა იყო.

ნი­ნია კა­კა­ბა­ძე:

- 16 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, 17 წლის ასაკ­ში შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა რაც ცხოვ­რე­ბა­ში და­მიშ­ვია, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბაც იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი, იმი­ტომ არა, რომ ჩემი მა­შინ­დე­ლი მე­უღ­ლე რა­მით ცუდი იყო, პი­რი­ქით, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო... დღე­საც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ.. მყავს შვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც ასე­ვე ვმე­გობ­რობ.

უბ­რა­ლოდ, 16 წლის ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა იყო და­ნა­შა­უ­ლი და მე ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­გან არა­ვინ შე­მა­ჩე­რა. ვი­ყა­ვი პა­ტა­რა.. სუ­ლე­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად და აღ­მოვ­ჩნდი მსხვერ­პლი ამ სა­ყო­ველ­თა­ოდ გა­მე­ფე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის, რო­მე­ლიც ბნელ 90-იან წლებ­ში ნორ­მად ით­ვლე­ბო­და.

მხო­ლოდ ამის­თვის უნდა გა­სა­მარ­თლდეს ყვე­ლა, ვინც ეს ნორ­მად აქ­ცია. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ეს შეც­დო­მა არ და­უშ­ვათ. ჩვენ ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ რო­გორც კა­ცე­ბი, ჩვენ ისე­ვე გვჭირ­დე­ბა სწავ­ლა, გა­ნათ­ლე­ბა, მუ­შა­ო­ბა“, - ამ­ბობს ნი­ნია კა­კა­ბა­ძე.