"ქართველი ტუზი დაქორწინდა... ხანჯლების ქვეშ გავლა ბოროტი თვალისგან დაიცავთ" - რას წერს იტალიური მედია "კვარას" ქორწილზე?
ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დაქორწინდა. "კვარას“ რჩეული ნიცა თავაზეა. წყვილმა დღეს საქართველოში დაიწერა ჯვარი. ხვიჩას ქორწინების ამბავი იტალიური მედიის ყურადღებას იპყრობს და იქაური გამოცემების მთავარი თემაა.
მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტრადიციულმა სამოსმა, რომელიც ხვიჩას და ნიცას ეცვა, ასევე ხანჯლებმა, რომლის ქვეშაც წყვილმა ჯვრისწერის შემდეგ გაიარა.
"ქართველი ტუზი დაქორწინდა“ - წერს napoli.corriere.it. გამოცემა მკითხველს უყვება, რომ ფეხბურთელის რჩეული 21 წლის ნიცა თავაძეა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. "საქართველოში რელიგიური რიტუალი გაიმართა“, - წერს გამოცემა.
"ნეფე პატარძალს ქართული ტრადიციული სამოსი ეცვა. რელიგიური ქორწინების რიტუალი გაიმართა და კვარამ დიდი ხნის ოცნება აიხდინა“, - წერს გამოცემა corriereadriatico.it. იხილეთ სრულად