"ჩა­მო­ვი­და ჩვე­ნი გოგო თა­ვის ნა­ოც­ნე­ბარ თბი­ლის­ში" - ინგა ფერაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ჩა­მო­ვი­და ჩვე­ნი გოგო თა­ვის ნა­ოც­ნე­ბარ თბი­ლის­ში" - ინგა ფერაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს (ვიდეო)

დღეს, დი­ლას, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე ბელ­გი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე ავ­რცე­ლებს.

მაკა რაზ­მა­ძე:

- ჩა­მო­ვი­და ჩვე­ნი გოგო თა­ვის ნა­ოც­ნე­ბარ თბი­ლის­ში. ხვალ 12 სა­ა­თი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში იქ­ნე­ბა პა­ნაშ­ვი­დი. 3 სა­ათ­ზე გა­მოს­ვე­ნე­ბა. ინგა ფე­რა­ძე მა­თა­ხას მთა­ზე პან­თე­ონ­ში და­იკ­რძა­ლე­ბა... ახლა უკვე სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა თა­ვის საყ­ვა­რელ სა­ქარ­თვე­ლო­ში!

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინგა ფე­რა­ძე 9 ოქ­ტომ­ბერს ბელ­გი­ა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი ინგა წლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში გახ­ლდათ, სა­დაც მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ანა ფე­რა­ძე, მე­უღ­ლეს­თან და ხუთ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

მომ­ღე­რა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო. უკა­ნას­კნელ გზა­ზე ჩა­მოყ­ვა დე­დას მომ­ღერ­ლის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა ფე­რა­ძე, რო­მე­ლიც დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენ­ტან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ 21 წლის შემ­დეგ ის, პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.