"მინდა ვურჩიო ოპოზიციას, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს" - პრეზიდენტის მიმართვა - კვირის პალიტრა

"მინდა ვურჩიო ოპოზიციას, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს" - პრეზიდენტის მიმართვა

"არ­სად არ მივ­დი­ვარ, არ გა­დავ­დგე­ბი, არ გად­მოვ­დგე­ბი. პარ­ლა­მენ­ტშიც მი­ვალ და სხვა­თა­შო­რის, იმ პა­ტა­რა კა­ცებ­თან რომ დავ­დგე­ბი, არა­ვინ არ მჭირ­დებს მხარ­და­სა­ჭე­რად", - ამის შსა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მან­ვე ოპო­ზი­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა:

"ვიქ­ნე­ბი იქ, სა­დაც ვი­ყა­ვი, სა­დაც ვარ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და რის­თვი­საც ჩა­მო­ვე­დი, დავ­რჩი , ქუ­ჩა­ში ვი­დე­ქი ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის. დღეს ერთი ქვით მოკ­ლეს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­აც. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ნა­ი­რი ბა­ლან­სი არ­სე­ბო­ბას შტო­ებს შო­რის, ის ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა

მე ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ვერ ვუ­კარ­ნა­ხებ, მაგ­რამ მინ­და ვურ­ჩიო ოპო­ზი­ცი­ას, თუ უნ­დათ, რომ სუ­რა­თი დად­გეს ძლი­ე­რი, გა­რეთ დად­გნენ და დად­გნენ ამ ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი იმ­პიჩ­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, შიგ­ნით მე ვიქ­ნე­ბი, მე გა­მო­ვალ, თუ სი­ტყვა მომ­ცეს, თუ არა, გა­მო­ვალ ისე­დაც და ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი, რაც არის სათ­ქმე­ლი.

დიდი მად­ლო­ბა იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­საც ვგრნობ და ვიცი რომ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში. ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ, ბო­ლომ­დე", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ევ­რო­პა­ში, მთავ­რო­ბის უნე­ბარ­თვო ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პლე­ნუ­მის 9 მო­სა­მარ­თლე­დან მხა­რი არ და­უ­ჭი­რა სამ­მა მო­სა­მარ­თლემ: ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა: მე­რაბ ტუ­რა­ვამ, ევა გო­ცი­რი­ძემ, გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვილ­მა, ხვი­ჩა კი­კი­ლაშ­ვილ­მა, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ და ვა­სილ რო­ი­ნიშ­ვილ­მა.

"ინტერპრესნიუსი"