ხატია ბუნიათიშვილი პირველად აქვეყნებს ფოტოს საყვარელ მამაკაცთან ერთად
ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში საყვარელ მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა. პიანისტი რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში გასტროლის დროს გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, სადაც ერთ-ერთ ფოტოზე წყვილი შვილთან ერთად სეირნობს.
ცნობილი ქართველი პიანისტი, 7 ივნისს დედა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ხატია წერდა და ფოტოსაც აქვეყნებდა, სადაც ახალშობილის ხელი მისი მშობლების ხელებთან ერთად ჩანდა...
ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის პარტნიორი? - ამ კითხვას ბოლო თვეებია, პიანისტის გარშემო მედია ყველაზე ხშირად სვამს, თუმცა ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებდა.
"ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - წერდა ხატია. მას უამრავი ცნობილი ადამიანი ულოცავდა.
მართალია, პოსტში გამოქვეყნებულ ფოტოზე ხატიას საყვარელი მამაკაცი ჩანს, თუმცა მისი ვინაობა ამ დროისთვის მედიისთვის უცნობია.