არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს - კვირის პალიტრა

არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, ეგ­ვიპ­ტის პირ­ვე­ლი ფა­რა­ო­ნი ქა­ლის სა­მარხში, 5 000 წლის წი­ნან­დე­ლი ღვი­ნის ჭურ­ჭე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ქვევ­რს.

I დი­ნას­ტი­ის ფა­რა­ო­ნის, მერ­ნე­ი­ტის სა­მარ­ხის გა­თხრებს გერ­მა­ნულ-ავ­სტრი­ულ მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი აწარ­მო­ებ­და და მათ არ­ქე­ო­ლო­გი ქრის­ტი­ა­ნა კო­ლე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ცნო­ბით, აბი­დოს­ში მდე­ბა­რე აკ­ლდა­მა­ში ჩა­მარ­ხუ­ლი ზო­გი­ერ­თი ჭურ­ჭე­ლი გახ­სნი­ლიც კი არაა და თავ­და­პირ­ვე­ლი ფორ­მი­თაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. "ღვი­ნო თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღა­რაა. იმის თქმაც გვიძ­ნელ­დე­ბა, წი­თე­ლი ღვი­ნო იყო ჭურ­ჭელ­ში, თუ თეთ­რი", - გა­ნა­ცხა­და კო­ლერ­მა.

არ­ქე­ო­ლო­გის თქმით, მათ ბუ­ნებ­რი­ვი ნარ­ჩე­ნე­ბი, მათ შო­რის ყუ­რძნის წიპ­წე­ბი და ტარ­ტა­რიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ახლა მათ მეც­ნი­ე­რულ ანა­ლიზს უტა­რე­ბენ.

"ეს ალ­ბათ ღვი­ნის შე­სა­ხებ ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა",- აცხა­დებს კო­ლე­რი.

მერ­ნე­ი­ტის რე­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა ის ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, რო­მელ­საც აბი­დოს­ში, ეგ­ვიპ­ტის პირ­ველ სა­მე­ფო სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­კუ­თა­რი მო­ნუ­მენ­ტუ­რი აკ­ლდა­მა ჰქონ­და. ის შე­საძ­ლოა ერ­თი­ა­ნი ეგ­ვიპ­ტის პირ­ვე­ლი ფა­რა­ო­ნის, ნარ­მე­რის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო. (გააგრძელეთ კითხვა)