"ნიცას ორივე კაბა და ხვიჩას ჩოხაც ჩვენი შეკერილია " - როგორ შეიქმნა ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის საქორწინო სამოსი? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"ნიცას ორივე კაბა და ხვიჩას ჩოხაც ჩვენი შეკერილია " - როგორ შეიქმნა ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის საქორწინო სამოსი? (ფოტოები)

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­ქორ­წინ­და. "კვა­რას“ რჩე­უ­ლი ნიცა თა­ვა­ძეა. 16 ოქ­ტომ­ბერს წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი.

წყვილს ჯვრის­წე­რის დროს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი ეცვა. სა­ღა­მოს, ქორ­წი­ლის სუფ­რა­ზე კი, ნი­ცამ მე­ო­რე კაბა ჩა­იც­ვა, ჩოხა გა­ი­ხა­და ფეხ­ბურ­თელ­მაც.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ნეფე-დე­დოფ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე "სა­მო­სელ­მა პირ­ველ­მა“ იზ­რუ­ნა. მო­დის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ანა ნი­ნუა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ წყვილ­მა მათ თა­ვად მი­მარ­თა...

ანა ნი­ნუა, "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის" დი­რექ­ტო­რი:

- დიახ, ჩვენ ვიზ­რუ­ნეთ ნეფე-დე­დოფ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. ნი­ცას ორი­ვე კაბა ჩვე­ნი შე­კე­რი­ლია და ხვი­ჩას ჩო­ხაც. რაც შე­ე­ხე­ბა ხვი­ჩას მე­ო­რე ჩაც­მუ­ლო­ბას, ჩვე­ნი არ არის. ცოტა ექ­სტრე­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით. (გააგრძელეთ კითხვა)