"ვევედრებით მსოფლიოს, ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ" - "ჰამასი" ისრაელიდან გატაცებული მძევლის პირველ ვიდეოს აქვეყნებს
"ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებული მძევლის პირველი ვიდეო გაავრცელა.
ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის არის 21 წლის მია შემი, შოჰამიდან, ისრაელიდან. ის ასევე არის საფრანგეთის მოქალაქეც.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მია შემი "ჰამასმა" გაიტაცა. ისინი აცხადებენ, რომ კავშირში არიან გატაცებული გოგონას ოჯახთან.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ მიმართვა გაავრცელა გოგონას დედამ, კერენ შარფ შემმა.
"ვევედრებით მსოფლიოს, რომ ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენ გელოდებით", - განაცხადა გატაცებული მია შემის დედამ.