ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, გამვლელებს ცეცხლი სკუტერიდან გაუხსნა, ის ტუნისელია და... - რა არის ცნობილი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის მოტივზე და ვინ იყო თავდამსხმელი? - კვირის პალიტრა

ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, გამვლელებს ცეცხლი სკუტერიდან გაუხსნა, ის ტუნისელია და... - რა არის ცნობილი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის მოტივზე და ვინ იყო თავდამსხმელი?

ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრში, 16 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. თავ­დამ­სხმე­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­უ­სე­ლის პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის პოვ­ნა დღეს, 17 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით შეძ­ლო და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, თუმ­ცა უც­ნო­ბია, სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი დაჭ­რი­ლია, თუ მკვდა­რი.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი კა­ფე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეს­რო­ლეს.ბელ­გი­ე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი სრო­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ჯერ არ შე­უძ­ლი­ათ და­დას­ტუ­რე­ბა, იყო თუ არა ეს მა­მა­კა­ცი ნამ­დვი­ლად ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც წუ­ხელ ბრი­უ­სელ­ში მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

"შე­საძ­ლოა, სა­ა­ვად­მყო­ფოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა", - აცხა­დებს ბელ­გი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანე­ლის ვერ­ლინ­დე­ნი. მი­სი­ვე ცნო­ბით, ამ ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა ზუს­ტად ის ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად, ტე­რო­რიზ­მი სა­ხელ­დე­ბა.

რო­გორ მოხ­და თავ­დას­ხმა?

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრში სკუ­ტე­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც გამ­ვლე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა, თან ყვი­რო­და: "ალაჰ აკბარ!". შე­დე­გად, შვე­დე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. და­შავ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ტაქ­სის მძღო­ლი, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.