რატომ გადადო ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია? - კვირის პალიტრა

რატომ გადადო ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია?

ის­რა­ე­ლის არ­მია სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას ღა­ზას სექ­ტორ­ში არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, სა­ნამ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ Der Spiegel წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ის­რა­ე­ლის არ­მია ღა­ზას სექ­ტორ­ში აქ­ტი­უ­რი შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ბა­ი­დე­ნის ვი­ზი­ტი ის­რა­ელ­ში ოთხშა­ბათს, 18 ოქ­ტომ­ბერს იგეგ­მე­ბა.

15 ოქ­ტომ­ბერს The New York Times-ი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია ამ შა­ბათ-კვი­რას უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ის რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­ი­დო. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა გახ­და, კერ­ძოდ ღრუბ­ლი­ა­ნო­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის წინ, ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩია ევა­კუ­ა­ცია გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ რე­გი­ო­ნის სამ­ხრე­თით - და­ზა­რალ­და მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ხოლო გა­ე­რომ ევა­კუ­ა­ცი­ას "ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზი­სი" უწო­და.

დღეს, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა (IDF) გა­ნა­ცხა­დეს, რომ სამ­შა­ბათს დი­ლით გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის სე­რია ღა­ზას სექ­ტორ­ში, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ჰა­მა­სის შტაბ-ბი­ნებს, სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს და სა­მა­ლა­ვებს და­არ­ტყა.

IDF-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე იყო ღა­ზას ქა­ლაქ ზე­ი­ტუ­ნის რა­ი­ო­ნი, ჩრდი­ლო­ეთ რა­ფაჰ, ჯა­ბა­ლია და ხან იუ­ნი­სი.

ambebi.ge