დუბაის მილიარდერის ცოლი, რომელიც დღეში ასობით ათასს ხარჯავს, თუმცა შიშში და "ცუდ მოგონებებში" ცხოვრობს
ლინდა ანდრადი სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია, ის პოპულარობას იმ ცხოვრების წესს უმადლის, რაც ქორწინებამ მოუტანა. გოგონა დუბაის მილიარდერის ცოლია. 24 წლისაა და ფუფუნებაში ცხოვრობს, არ მალავს, რომ ბევრის საშუალება აქვს. გადაწყვიტა დაესახელებინა კიდეც თანხა, რომელსაც ყოველდღიურ ახირებებზე ხარჯავს.
ლინდა საკუთარ თავს აღმასრულებელ დირექტორს და დუბაის დიასახლისს უწოდებს. არ არის დაკონკრეტებული სად მუშაობს გოგონა, მაგრამ აშკარაა, რომ ხელფასით არ ცხოვრობს.
„მინდა, რომ ჩემი ქალიშვილიც დიასახლისი იყოს. სრულიად ნორმალურია კაცის ხარჯზე ცხოვრება“, - ამბობს ის.
ლინდა მკაცრად იცავს ამ წესს, არ ერიდება ხარჯვას და ქმარიც მისთვის ფულს არ ინანებს. ლინდა ამბობს, რომ ყოველდღე ზღაპრულ თანხებს ხარჯავს.
”ერთ ოთხშაბათს 216,789 ათასი დოლარი დავხარჯე”, - ამბობს ის. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები