ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ ორი მეთაური საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ ორი მეთაური საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეტევების სამიზნეები, „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ჯგუფის ხელმძღვანელი მუჰამედ აუდალა და „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური აკრამ ჰიჯაზი, იყვნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ შეტევები „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებზე, რაკეტების გამშვებ ობიექტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ზოგიერთ გვირაბზე განახორციელეს.
"ინტერპრესნიუსი"