ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელში ვიზიტისას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახის წევრებს შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"