ბოლნისში მე-8 კლასელმა გოგონამ იმშობიარა - " ის ნაადრევი ქორწინების მსხვერპლია... მოზარდი შარშან გაათხოვეს"
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 წლის გოგონამ იმშობიარა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ გაავრცელა.
გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. პოლიციისთვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.
ambebi.ge დეტალების დასაზუსტებლად თოზუ გულმამედლის დაუკავშირდა.
- გოგონამ სამშობიაროში იმშობიარა და სწორედ ისინი დაუკავშირდნენ შსს-ს. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლიდან არის. ის ნაადრევი ქორწინების მსხვერპლია, დაოჯახებულია, ეთნიკურად აზერბაიჯანელია. დამატებითი დეტალი ის ვიცი, რომ ბიჭი მიიმალა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გამოძიება დაიწყო. (გააგრძელეთ კითხვა)