"ბედნიერი ოჯახი" - თათია შარანგია ჯარჯი თორაძესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს - კვირის პალიტრა

"ბედნიერი ოჯახი" - თათია შარანგია ჯარჯი თორაძესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია და მისი რჩეული, ზაზა თორაძის შვილი ჯარჯი თორაძე რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ. თათიამ ქორწილი საკუთარ დაბადების დღეზე დაგეგმა: „დღეს ჩემთვის დაიბადა ადამიანი – მადლობა უფალს, რომ ყველა გზა გაგვატარა და ერთმანეთს შეგვახვედრა! გილოცავ, თათი და ვულოცავ ჩემს თავს, რომ მყავხარ და ჩემი ხარ და ჩემთვის ხარ!.. მიყვარხარ უკიდეგანოდ და უსასრულოდ!..“, - წერდა თათიას მეუღლე.

ცოტა ხნის წინ, თათიამ საზოგადოებას ქმართან დაშორების შესახებ ამცნო, თუმცა ისინი მალევე შერიგნენ და რომანტიკული ფოტოების გამოქვეყნება განაგრძეს.

ამჯერად თათია შარანგია გამომწერებსა და გულშემატკივრებს ახალ კადრებს უზიარებს.