ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - კვირის პალიტრა

ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ტრა­პი­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, 67 წლის ქა­ლის, ბა­ნე­შა მა­მი­შე­ვას ცხე­და­რი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ცხე­და­რი ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში ნა­ხეს - ქალი მოკ­ლუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ტრა­პი­ზო­ნის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მკვლე­ლო­ბის ბი­უ­როს ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ ქალი თავ­ში ქვის რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმის შე­დე­გად მოკ­ლეს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს მისი ცხედ­რის წი­ნას­წა­რი შეს­წავ­ლა.

მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია მუ­რათ ბა­ი­თა­რი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია.

ბრალ­დე­ბულს აქვს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ცი­ხი­დან ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­და. მე­დი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი.

"ინტერპრესნიუსი"