რა კომენტარი გააკეთა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე? - კვირის პალიტრა

რა კომენტარი გააკეთა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე?

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას რომლის თანახმად, შესაძლოა, მან შს მინისტრის თანამდებობა დატოვოს.

აღნიშნულის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჯერჯერობით არაფერი არ არის და საიდან იგონებთ ამ ტყუილებს?!“ - განაცხადა გომელაურმა მედიასთან სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც აშშ-ს ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ქართველ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან მიღება გამართა.

„მივულოცეთ ქალბატონ ელჩს, წარმატებები ვუსურვეთ და შევხვდებით ძალიან მალე“, - განაცხადა გომელაურმა.