"დავპირდი თემირლანს - მე მოვალ შენთან, მაგრამ არა ხელცარიელი...ჩემი სული იყო - სული წაიღეს"
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში შვილის სიკვდილზე ისაუბრა:
"მე მენატრება სიკვდილი, იმიტომ, რომ ის ჩემი სული იყო, სული წაიღეს, გულში ფიციც დავუდე და დავპირდი კიდევაც თემირლანს - მე მოვალ შენთან, მაგრამ არა ხელცარიელი და მანამდე არც მინდა მოვკვდე, სიცოცხლე მიყვარს თუ არ მიყვარს მანამდე არ მინდა მოვკვდე, სანამ არ მექნება ხელთ, რაც არის საჭირო, მერე ერთი წუთიც არ მინდა ამქვეყნად გატარებული", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.