"თუ დაიცავ კონსტიტუციის ერთ მუხლს, თურმე არღვევ მეორე მუხლს" - როგორ აფასებს ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს - კვირის პალიტრა

"თუ დაიცავ კონსტიტუციის ერთ მუხლს, თურმე არღვევ მეორე მუხლს" - როგორ აფასებს ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს

ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს აფასებს:

"რაც ხდება არის ჩვენი მომავალი გამოცდილება, იმპიჩმენტი არ ვიცოდით, არ გვქონდა გამოცდილებაში, შეიძლება თვითონ იმპიჩმენტს ვერ მოვერსწროთ, მაგრამ პროცედურას მოვესწარით. ჩვენ მოვესწარით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხებზე, ჩვენ იმასაც მოვესწაროთ, რომ უბრალო ადამიანებიც გაერკვნენ, რომ კონსტიტუცია წინააღმდეგობრივი ყოფილა თურმე. საერთოდ არ უნდა იყოს არანაირი წინააღმდეგობა ეს არის მთავარი კანონი, ბუნებრივია... ერთი წერია, რომ ყველაფერი ვქნათ იმისთვის, რომ ევროპასთან ინტეგრაცია მოვახერხოთ, მეორეს მხრივ წერია, რომ პრეზიდენტმა თავისი წასვლა უნდა შეუთანხმოს მთავრობას და აი, თუ პრეზიდენტი წავიდა საფრანგეთის პრეზიდენთან შესახვედრად, რაც იყო რეალურად, ჩაითვალა, რომ ამით დაირღვა კონსტიტუცია, ანუ თუ დაიცავ კონსტიტუციის ერთ მუხლს, თურმე არღვევ მეორე მუხლს", - აცხადებს ბერძენიშვილი.