“არ ვიცოდი შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი" - 14 წლის აითაჯ შახმიროვას მამა უმძიმესი მკვლელობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
14 წლის აითაჯ შახმიროვას მამის პირველი სატელევიზიო კომენტარი - "ფორმულას" კაცი უყვება, რომ სასტიკ დანაშაულამდე 3 დღით ადრე არასრულწლოვანმა მამას დაურეკა და დახმარება სთხოვა.
"იმის თქმა შემიძლია, რომ მე არაფრის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული. არ ვიცოდი შვილის იძულებითი ქორწინების ამბავი. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი" - ამბობს მამაკაცი.
ვიდეო: "ფორმულა"