"გასულ კვირას გეძინა? თუ ებრაელი ჩვილების ხოცვაზე უბრალოდ თვალს ხუჭავ? ჩვენ გხედავთ" - რატომ აკრიტიკებს ისრაელის მთავრობა ჯიჯი ჰადიდს - კვირის პალიტრა

"გასულ კვირას გეძინა? თუ ებრაელი ჩვილების ხოცვაზე უბრალოდ თვალს ხუჭავ? ჩვენ გხედავთ" - რატომ აკრიტიკებს ისრაელის მთავრობა ჯიჯი ჰადიდს

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ სუ­პერ­მო­დე­ლი ჯიჯი ჰა­დი­დი მას შემ­დეგ გა­აკ­რი­ტი­კა, რაც მან პა­ლეს­ტი­ნი­სა და ის­რა­ე­ლის თე­მა­ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მო­დელ­მა, რომ­ლის მა­მაც, მო­ჰა­მედ ჰა­დი­დი, პა­ლეს­ტი­ნე­ლია, თა­ვის Instagram Story-ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის არ წერს, რომ "ჰა­მა­სის" ქმე­დე­ბე­ბი მი­სა­ღე­ბია, თუმ­ცა პა­ლეს­ტი­ნელ ხალ­ხს უცხა­დებს მხარ­და­ჭე­რას.

"არა­ფე­რია იმა­ში ებ­რა­უ­ლი, რო­გორც ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა ეპყრო­ბა პა­ლეს­ტი­ნე­ლებს. ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის დაგ­მო­ბა არ არის ან­ტი­სე­მი­ტუ­რი და არც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ნიშ­ნავს ჰა­მა­სის მხარ­და­ჭე­რას", - წერს ჯიჯი ჰა­დი­დი.

ჯი­ჯის პოს­ტის შემ­დეგ, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს პოს­ტი და წერ­დნენ, რომ აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მო­დე­ლის მიერ პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის გამო. გააგრძელეთ კითხვა