"პრეზიდენტები იცვლებიან, მე კი ვრჩები" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის საყვარელ კერძებზე მისი შეფ-მზარეული
„როგორც იტყვიან, პრეზიდენტები იცვლებიან, მე კი ვრჩები - მე საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის შეფ-მზარეული ვარ. საკუთარი კულინარიული არხიც მაქვს. ქალბატონი სალომე ჩემთვის მეორე პრეზიდენტია, ვისთანაც მიმუშავია“ - ამბობს სომხური წარმოშობის კარენ ასატუროვი, რომელიც კულინარიულ გადაცემაში, საკუთარი საქმიანობის შესახებ, სპეციალურად სომხეთიდან „მზიან საქართველოში“ ჩამოსულ წამყვანთან ერთად საუბრობს. მათ დეზერტირების ბაზარი მოიარეს, საჭირო ინგრედიენტები შეიძინეს და გადაცემაში ქართული კერძები მოამზადეს.
როგორც კარენი აღნიშნავს, ის მუშაობს იმ სამზარეულოში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საუზმობს, სადილობს, ვახშმობს...
სალომე ზურაბიშვილის საყვარელი კერძების შესახებ, ის წამყვანის შეკითხვას პასუხობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მეტად ლობიო უყვარს, თავისი ქართული სანელებლებით და ინგრედიენტებით გემრიელად შეზავებული; ასევე ძალიან უყვარს კალმახი, ლიმონით, ტარხუნით და ქართული სუნელებით შეკაზმული.
„ეს თევზი იმდენად გემრიელია, არ მიკვირს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შენი მომზადებული კერძები ასე ძალიან მოსწონს“, - აღნიშნავს გადაცემის წამყვანი.
გთავაზობთ გადაცემას სრულად: