ტრაგედია მარნეულში - ავარიას ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 22 წლის ბექა წიფიანი ემსხვერპლა
მარნეულში მომხდარ ავტოავარიას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა წიფიანი ემსხვერპლა, - ამ სამწუხარო ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაციის სოციალური გვერდი ავრცელებს.
22 წლის ათლეტი მონაწილეობდა პარიზისა და თბილისის გრანდ სლემებში. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და საქართველოს ძიუდოს სამყაროს.
LELO.GE