"სესხი ვერ გადაიხადეს, რადგან მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპათ... გამოსახლების დროს ოჯახის წევრებმა გონება დაკარგეს" - უმძიმესი ამბავი ქობულეთიდან: რას ჰყვება ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"სესხი ვერ გადაიხადეს, რადგან მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპათ... გამოსახლების დროს ოჯახის წევრებმა გონება დაკარგეს" - უმძიმესი ამბავი ქობულეთიდან: რას ჰყვება ადვოკატი?

გუ­შინ ჩაქვში, სო­ფელ გორ­გა­ძე­ებ­ში (ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მო­რი­გი პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, თუმ­ცა შექ­მნი­ლი მძი­მე გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, ეს პრო­ცე­სი 1 თვით გა­და­ი­დო.

რო­გორც AMBEBI.GE-ს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე უყ­ვე­ბა, იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი დი­დია, პრობ­ლე­მა მა­სი­უ­რია და მარ­ტო ქო­ბუ­ლეთ­ში 200-მდე ოჯა­ხი ელო­დე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბას.

"ბოლო დროს, აჭა­რა­ში, კერ­ძოდ, ქო­ბუ­ლეთ­ში მა­სი­უ­რად ჩა­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­სახ­ლე­ბე­ბი - იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ყვე­ლა ოჯახს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აქვს, ზოგს მე­ვახ­შეს­თან, ზოგს - სა­ბან­კო სექ­ტორ­თან. ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­მო­სახ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა გუ­შინ იყო ჩაქვში, რო­მე­ლიც სხვე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბო­და, რომ გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით არა აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია, არა­მედ შსს-ს აჭა­რის სამ­მარ­თვე­ლო, ქო­ბუ­ლე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო მთლი­ა­ნად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ გორ­გი­ლა­ძე­ე­ბი, თა­ვის დრო­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­სახ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ოჯახს სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად არ გა­აჩ­ნდა (ოჯახ­ში მძი­მე ავად­მყო­ფი და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია), ისევ შე­ვიდ­ნენ მათ სახ­ლში, რის გა­მოც სს საქ­მე სხვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში შეჭ­რის მუხ­ლით აღიძ­რა. ეს სახ­ლი გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ვინ­მე და­ვით მე­ლი­ქი­ძე­ზე (რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ვახ­შეა), მან უჩივ­ლა გორ­გი­ლა­ძეს და გა­მო­სახ­ლე­ბა უკვე შსს-ს ფუნ­ქცი­ა­ში იყო, აღ­სრუ­ლე­ბას აღარ ეხე­ბო­და.

გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე, გორ­გი­ლა­ძე­ებ­თან გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და ოჯა­ხის უფ­როსს - გია გორ­გი­ლა­ძეს აც­ნო­ბეს, რომ იძუ­ლე­ბით უნდა გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნათ. თუმ­ცა, რამ­დე­ნიც გა­მო­სახ­ლე­ბა და­ი­წყო, იმ­დენ­ჯერ ოჯა­ხის 2 წევ­რი ისე ცუ­დად გახ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გეს და სა­ჭი­რო გახ­და სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი და მო­სახ­ლე­ო­ბა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­სახ­ლე­ბა შე­ა­ჩერ­და და 1 თვით გა­და­ი­დო, ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი ისე ცუ­დად შე­იქ­ნა, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და. გააგრძელეთ კითხვა