"ჰამასის" მძევლები - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისრაელიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს: რა ვიცით მათ შესახებ
ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. ისრაელის სამხედრო სპიკერის ცნობით, დაჯგუფების წევრებმა ისრაელიდან 200-მდე ტყვე წაიყვანეს.
ტყვეების უმეტესობა ებრაელია, თუმცა ასევე არიან ამერიკელი, ევროპელი და ტაილანდელებიც. "ჰამასი" აცხადებს, რომ ტყვეები მათ ღაზის "უსაფრთხო ადგილებსა და გვირაბებში" ჰყავთ და იმუქრებიან, რომ თუ ისრაელი ღაზაში სახლებს გაუფრთხილებლად დაბომბავს, ტყვეებს მოკლავენ.
BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ტყვეებს შორის მინიმუმ თექვსმეტი ბავშვი და 60 წელს გადაცილებული 13 ადამიანია. თითოეულ მათგანს, განურჩევლად ასაკისა და ეროვნებისა, საკუთარი ისტორია აქვს.
21 წლის მია სემი "ჰამასმა" გატაცებული გოგონას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ნათქვამია, რომ ის ფესტივალიდან გაიტაცეს.
21 წლის მაია რეგევი და მისი 18 წლის ძმა, იტაიდა-ძმა მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს. თავდასხმის დღეს მაიამ მამას, ილანს დაურეკა. გოგონა განწირული ყვიროდა: "მამა, მესვრიან, მომკლავენ." ამის გაგონებაზე, ილანმა სთხოვა გაეგზავნა მისთვის ინფორმაცია ადგილსამყოფელის შესახებ, სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა და ფესტივალისკენ აიღო გეზი. როცა ადგილზე მივიდა, ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, ოჯახმა "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეო ნახა, რომელშიც მათი ვაჟი, იტაი ხელბორკილებით იჯდა დაჯგუფების მანქანაში. ორი დღის შემდეგ კი ისრაელის არმიამ ოჯახს შეატყობინა, რომ მაიაც და იტაიც ტყვეებს შორის იყვნენ.
15 წლის დაფნა ელიაკიმი და მისი 8 წლის და - ელაისინი "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანან. გოგონები ნათესავებმა ამოიცნეს. სამწუხაროდ, გატაცებულების მამა, მისი პარტნიორი და მათი 17 წლის ვაჟი, მოკლულები არიან.
19 წლის რონი ეშელი "ჰამასის" თავდასხმამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობდაგოგონა ღაზის საზღვართან, სამხედრო ბაზაზე იყო გამწესებული, როცა ტერორისტები შეიჭრნენ. დედისთვის მიწერილი რონის ბოლო ტექსტური შეტყობინება ასეთია: "ძალიან მიყვარხარ". მას შემდეგ, მშობლებს მისგან აღარაფერი სმენიათ. რონის მამა, ეიალ ეშელი ამბობს, რომ სიახლეების ლოდინი ჯოჯოხეთურია:
"არ ვიცი რა გავაკეთო. არც ის ვიცი, რა ვიფიქრო. სადაა? რას ჭამს? სცივა? სცხელა? საერთოდ არაფერი ვიცი".