"ამ წუთებში ისვრიან ქვებს" - რას ამბობს სოფო ჯაფარიძე ჭორვილაში მომხდარ დაპირისპირებაზე
საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირებაა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენას მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მათ მშვიდად გადაადგილებას უკრძალავს.
ვიდეო: "ფორმულა"