ყაზახეთი რუსეთში იმ საქონლის ექსპორტს კრძალავს, რომლის გამოყენებაც ომის დროს არის შესაძლებელი - კვირის პალიტრა

ყაზახეთი რუსეთში იმ საქონლის ექსპორტს კრძალავს, რომლის გამოყენებაც ომის დროს არის შესაძლებელი

ყაზახეთი რუსეთში იმ საქონლის ექსპორტს კრძალავს, რომლის გამოყენებაც ომის დროს არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრი კაირატ ტორებაევი ავრცელებს.

„ჩვენ ყველა სახის საქონლის ექსპორტს ვახორციელებთ, მათ გარდა, რომლებიც ომს უკავშირდება - მათზე შეზღუდვებია დაწესებული. ეს არის 106 მაღალტექნოლოგიური ტიპის საქონელი - ჩვენი მათი ექსპორტი მთლიანად ავკრძალეთ“, - განაცხადა ტორებაევმა.

საექსპორტოდ აკრძალულ სიაში შევიდა უპილოტო საფრენი აპარატები, ელექტრონული ჩიპები და სხვა სახის ტექნოლოგიური ხელსაწყოები, რომელთა გამოყენებაც ომის დროს არის შესაძლებელი.

„აღნიშნული 106 სახეობის პროდუქტი ყაზახეთში არ იწარმოება, მაგრამ ადრე რუსეთში მათი რეექსპორტი ყაზახეთის გავლით ხდებოდა“, - აღნიშნა ტორებაევმა.

მინისტრმა დააზუსტა, რომ რუსეთიდან ყაზახეთში იმპორტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"