დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის ბავ­შვის საქ­მე­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ექ­სპერტს, და­ვით გრი­გო­ლი­ას 2 500 - ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ის ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ვით გრი­გო­ლი­ას­თვის 5000 - ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას და მის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­თხოვ­ნა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, თა­მარ მჭედ­ლიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 11 დე­კემ­ბერს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

"უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტე­ბი და ბავ­შვის დედა ბრალ­დე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­დნენ. ექ­სპერტს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 12 წლის ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში საკ­ვან­ძო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2023 წლის 5 ივ­ლისს აც­ნო­ბა. სა­უ­ბა­რია იმ კა­ტე­გო­რი­ის ნივთმტკი­ცე­ბებ­ზე, რო­მელ­თა გა­მოკ­ვლე­ვი­თაც, შე­საძ­ლოა, დად­გე­ნი­ლი­ყო გო­გო­ნას სხე­ულ­ზე უცხო ადა­მი­ა­ნის დნმ-ის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი ან/და საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა გა­რე­მო­ე­ბა.

დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი, ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტე გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინტერპრესნიუსი"