"ფეიერვერკები არის საშინელება, ხმაური ვირუსზე უარესია, მინდა ასეთი წინადადება შემოვიტანო..." - ლადო კახაძე ფეიერვერკების მავნებლობაზე საუბრობს
პარლამენტარი ლადო კახაძე ფეიერვერკების მავნებლობაზე საუბრობს:
"ეს ფეიერვერკები, რომლებიც ატრიბუტია სიხარულის, ბედნიერების... ღმერთმა ყველა გაამრავლოს და კარგად ამყოფოს და საზეიმო განწყობა შეუნარჩუნოს სულ ყველას, მაგრამ ხმაური არის საშინელება პატარა ოჯახებისათვის, დაავადებული ადამიანებისათვის და ხმაური ვირუსზეა უარესია რომ იცოდეთ. ხმაური უფრო დიდ დისკომფორტს იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული სითხის ვიბრაციის გამო, ამიტომ მე მინდა ასეთი წინადადება შემოვიტანო, თუ მაინცდამიანც აღსანიშნია ეს დალოცვილი დღე, 12 საათიდან ნუ დაიწყებთ ამ შაშხანების სროლას, ეს მოახერხეთ მანამ, სანამ ადამიანები გადადიან ძილის პერიოდში", - აცხადებს ლადო კახაძე