"მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს კრიტერიუმების შესრულებას, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო" - რა წერია ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში?
მთლიანობაში, საქართველოს აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამის შესახებ ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და გადადგა ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა შემდგომი ძალისხმევაა საჭირო.
კერძოდ:
1 - საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის იმ ქვეყნების სიასთან გათანაბრება, რომლებსაც სავიზო რეჟიმი აქვთ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ;
2 - წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება;
3 - საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში მონაწილეობა და სხვა.
4 - აქტივების აღდგენის ოფისისა და აქტივების მართვის ოფისის შექმნა.
5 - ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფა და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება, დევნა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;
6 - უზრუნველყოფა, რომ ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ.
"ინტერპრესნიუსი"