- ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა
სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა, გენერალურმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა.
"ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს", - განაცხადა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის თქმით, სს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.
"ინტერპრესნიუსი"