"ხელების მოკვეთით დამემუქრა" - ომის დროს დაწყებული "ლავსთორის" ცუდი დასასრული: რა მოხდა უკრაინელ წყვილს შორის, რომლის ფოტოებმა თვეების წინ მსოფლიო მედია მოიარა - კვირის პალიტრა

"ხელების მოკვეთით დამემუქრა" - ომის დროს დაწყებული "ლავსთორის" ცუდი დასასრული: რა მოხდა უკრაინელ წყვილს შორის, რომლის ფოტოებმა თვეების წინ მსოფლიო მედია მოიარა

ზუს­ტად ერთი წლის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის ხა­ზი­დან, სა­დაც ჩან­და, რომ 31 წლის სნა­ი­პე­რი ქალი, ევ­გე­ნია ემე­რალ­დი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნელ "ჟანა დარკს“ უწო­დე­ბენ, და­ქორ­წინ­და.

მა­შინ წყვი­ლის ფო­ტო­ებ­მა მსოფ­ლიო მე­დი­ე­ბი მო­ი­ა­რა. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც ემო­ცი­ე­ბით სავ­სე იყო, რად­გან ევ­გე­ნი­ამ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო. ევ­გე­ნი სტი­პა­ნი­უ­კიც სამ­ხედ­რო გახ­ლდათ და წყვი­ლი ომის წინა ხაზ­ზე და­ქორ­წინ­და. უჩ­ვე­უ­ლო ცე­რე­მო­ნია ერთ-ერ­თმა უკ­რა­ი­ნელ­მა გე­ნე­რალ­მა ხარ­კო­ვის ტყე­ში ჩა­ა­ტა­რა.

"ვხვდე­ბით, რომ რო­მე­ლი­მე დღე შე­საძ­ლოა, უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, ამი­ტომ არ გვინ­და გა­და­დე­ბა“, - წერ­და მა­შინ პა­ტარ­ძა­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩან­და, რომ ემე­რალდს გრძე­ლი თეთ­რი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა, მის მე­უღ­ლეს კი სამ­ხედ­რო კა­მუფ­ლი­ა­ჟი. სი­ძეს ხელ­ში ია­რა­ღი ეჭი­რა, ქალს კი ხორ­ბლის თავ­თა­ვე­ბის თა­ი­გუ­ლი. ბედ­ნი­ე­რი პა­ტარ­ძა­ლი წერ­და, რომ უფრო იდე­ა­ლურ ქორ­წილს ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და.

ამ ამ­ბი­დან ზუს­ტად ერთი წლის თავ­ზე გა­ირ­კვა წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს ევ­გე­ნი­ა­სა და ევ­გე­ნის და­შო­რე­ბის დე­ტა­ლებს. ქალი ყო­ფილ ქმარს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ევ­გე­ნი­ამ აღი­ა­რა, რომ ქმრის მი­მართ შიშ­სა და სი­სუს­ტეს გრძნობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ გამ­ბე­და­ო­ბა მო­იკ­რი­ბა და და­შორ­და. ყო­ფი­ლი ქმა­რი ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მე­უღ­ლის მი­სა­მარ­თით მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა და­ი­წყო. მებ­რძოლ­მა ამ თე­მა­ზე ვი­დეო ჩა­წე­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა.

"მე ვარ ევ­გე­ნია ემე­რალ­დი, თქვენ­თვის ცნო­ბი­ლი, რო­გორც ძლი­ე­რი და მა­მა­ცი უკ­რა­ი­ნე­ლი ჟანა დარ­კი. მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, მე მხო­ლოდ ქალი ვარ, ერთ-ერთი იმ ასო­ბით ათა­სი უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლი­დან, რო­მე­ლიც გა­და­ურ­ჩა ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას. ამ ვი­დე­ო­ში მინ­და სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით და­ვამ­ტკი­ცო, თუ რა იწ­ვევს მო­ძა­ლა­დის წი­ნა­შე შიშს და სი­სუს­ტეს: აქ ნა­ხავთ ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­უბ­რი­სა და მუ­ქა­რის მხო­ლოდ ნა­წილს, მაგ­რამ ესეც საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ გა­ი­გოთ რა სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან ქა­ლე­ბი “, - ამ­ბობს ევ­გე­ნია. (გააგრძელეთ კითხვა)