"პრაიმ ჰაუსში" შევალ თუ ირაკლი კობახიძესაც შემოიყვანენ" - რა ვიდეოს ავრცელებს ნიკა მელია - კვირის პალიტრა

"პრაიმ ჰაუსში" შევალ თუ ირაკლი კობახიძესაც შემოიყვანენ" - რა ვიდეოს ავრცელებს ნიკა მელია

ნიკა მელია Tik-tok-ის პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ კომენტარზე პასუხობს, რომ თუ ირაკლი კობახიძე თანახმა იქნება, მაშინ მზად არის, "პრაიმ ჰაუსში" მიიღოს მონაწილეობა.

"ხათუნა ფიქრობს, რომ მალე დამიძახებენ "პრაიმ ჰაუსში". ასე თუ გავაგრძელე, შეიძლება მართლა დამიძახონ, მაგრამ მექნება ჩემი ერთი პირობა, რომელსაც არ გადავალ. არ გადავალ იმიტომ, რომ მოსაწყენი იქნება ჩემთვისაც და თქვენთვისაც. ირაკლი კობახიძეც შემოიყვანონ და ჩათვალეთ, ჩემი თანხმობა გაქვთ. შევალთ ორივე, ირაკლი და მე. თუ გართობაა, გავერთოთ ბოლომდე, მაქსიმალურად", - ამბობს ნიკა მელია ვიდეოში.