"მგონი მამას ხათრით დავიწყე ხატვა.. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ცხოვრების მიმართ, მიხარია, რომ ვახარებ.." - კვირის პალიტრა

"მგონი მამას ხათრით დავიწყე ხატვა.. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ცხოვრების მიმართ, მიხარია, რომ ვახარებ.."

ეროვნული გალერეა ლევან ხარანაულის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა გუშინ, 19 ოქტომბერს გაიხსნა და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია "პირველი არხი" ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მხატვარი საკუთარ თავზე და მის შემოქმედებაზე საუბრობს.

„საბოლოო ჯამში, რომ ვაკვირდები ხათრიანი ადამიანი ვარ.. მამაჩემმა რომ შესძახა, არიქა, გვეშველა, მგონი ხატვის ნიჭი აქვსო.. მგონი, მამას ხათრით დავიწყე ხატვა.

ვფიქრობ, აქედან გამომდინარე ხათრით ვარ მხატვრი.

ასეთი დამოკიდებულება მაქვს ცხოვრების მიმართ, მიხარია, რომ ვახარებ.." - ამბობს ლევან ხარხელაური.