"ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა" - CNN - კვირის პალიტრა

"ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა" - CNN

ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა - დედა და ქალიშვილი. ისინი წითელ ჯვარს გადასცეს. წყაროების ცნობით, მათი გათავისუფლება “ჰუმანიტარულ საფუძველზე” მოხდა, ვინაიდან დედა ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ მომენტისთვის უცნობია ისინი ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადავლენ თუ ისრაელში.