"ეს ის გოგოა, ამერიკულ "ვოისზე" ოთხივე ჟიური რომ შემოატრიალა“ - ნინი ბრეგვაძის მიერ ნიუ-იორკში შესრულებული „ჩემი საქართველო აქ არის“ ინტერნეტსივრცეს იპყრობს
ამერიკულმა მუსიკალურმა შოუმ The Voice, ქართველი აუდიტორიის ყურადღება მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით მიიპყრო – პროექტში ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე მონაწილეობს.
ნინიმ ჟიურისგან განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა – მომღერალმა The Voice-ის ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.
საოცარი პერფორმანსი: ნინი ბრეგვაძემ ამერიკის The Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა
ამჟამად ნინი აშშ-ში იმყოფება. მან ნიუ-იორკში, თბილისობა 2023-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გოგი ცაბაძის „ჩემი საქართველო აქ არის“ იმღერა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი ეკა ესებუა გვიზიარებს:
„თბილისობა ნიუ-იორკში 2023
ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ, ეს ის გოგოა, ამერიკულ ვოისზე ოთხივე ჟიური რომ შემოატრიალა! ნინი ბრეგვაძე სიმღერით: „ჩემი საქართველო აქ არის“, – წერს ეკა ესებუა სოციალურ ქსელში.
ვიდეო: Eka Esebua