"ბოლო ხმაზე ვტიროდი, სად არის ჯარი? მამა 12 საათი იბრძოდა" - ისრაელში მცხოვრები ქართულ-ებრაული ოჯახი, რომელიც "ჰამასის" სისასტიკეს სასწაულებრივად გადაურჩა - კვირის პალიტრა

"ბოლო ხმაზე ვტიროდი, სად არის ჯარი? მამა 12 საათი იბრძოდა" - ისრაელში მცხოვრები ქართულ-ებრაული ოჯახი, რომელიც "ჰამასის" სისასტიკეს სასწაულებრივად გადაურჩა

იფ­ტახ და ირი­ნა გოლ­დებ­მა 2018 წელს კვიპ­როს­ზე იქორ­წი­ნეს. ამ­ჟა­მად ერთ ქა­ლიშ­ვილს ჰე­ლე­ნა ზრდი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ხში­რად უწევ­დათ თავ­შე­სა­ფარ­ში ყოფ­ნა, ცოლ-ქმა­რი 7 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს ვე­რა­სო­დეს და­ი­ვი­წყე­ბენ.

ირი­ნა წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან არის, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ თუ სად­მე ჯო­ჯო­ხე­თი არ­სე­ბობს, ის ორ­ჯერ, სა­ქარ­თვე­ლოს 90-იან წლებ­ში და ის­რა­ელ­ში 7 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ი­ა­რა. წყვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი­ბუც ბე­ერ­ში ცხოვ­რო­ბენ, ღა­ზას სექ­ტორ­თან ახ­ლოს, სა­დაც ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ბა­ტო­ნი იფ­ტა­ხი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის და ძა­ლი­ან უყ­ვარს ირი­ნას სამ­შობ­ლო, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი...

AMBEBI.GE იფ­ტახ და ირი­ნა გოლ­დებს ესა­უბ­რა:

ირი­ნა გოლ­დი:

- შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ რას გან­ვიც­დი­დით მე და მე­უღ­ლე რო­დე­საც ვხე­დავ­დით, რა რა­ო­დე­ნო­ბის ტე­რო­რის­ტე­ბი შე­მო­იჭრ­ნენ ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ დროს იცი, რომ თი­თო­ე­ულ სი­ცო­ცხლე­ზე გაშ­მა­გე­ბუ­ლე­ბი ნა­დი­რო­ბენ მათ შო­რის შენს დედ-მა­მა­ზე, ძმებ­ზე, დებ­ზე და მათ ოჯა­ხებ­ზე და ვე­რაფ­რით ეხ­მა­რე­ბი?!. უძ­ლუ­რი ხარ. ბუნ­კე­რებ­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი ითხოვ­დენ შვე­ლას ქა­ლე­ბი ბავ­შვე­ბი ორ­სუ­ლე­ბი მო­ხუ­ცე­ბი! ეს­მო­დათ რო­გორ ღრი­ა­ლებ­დნენ ქუ­ჩებ­ში “ალაჰ აგ­ბა­ა­არ” და გა­მუდ­მე­ბუ­ლი და­ბომბვე­ბის ფონ­ზე არ წყდე­ბა ხელ­ყუმ­ბა­რე­ბის აფეთ­ქე­ბის ხმა, გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი მათი ვინც ხელ­ში ჩა­იგ­დეს და წა­მე­ბით ამო­ხა­დეს სული?!.

იმ ღა­მეს ჩემს მე­უღ­ლეს დე­დო­ბი­ლი წერ­და, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვო­და ბუნ­კე­რი კვამ­ლით ივ­სე­ბო­და. შვი­ლი ამ­ხნე­ვებ­და, რომ ჯარი გზა­ში იყო და კა­რის­თვის ხელი არ გა­ეშ­ვა. პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ცო­დით, რომ მე­უღ­ლის მა­მამ და­ტო­ვა თავ­შე­ფა­რი და გა­ე­მარ­თა რომ “კი­ტათ კო­ნე­ნუტს”( უსაფრ­თხო­ე­ბის ჯგუფს) შე­ერ­თე­ბო­და…

5 სა­ა­თის მან­ძილ­ზე არ ვი­ცო­დით ცო­ცხა­ლი იყო თუ არა, სახ­ლში ბოლო ხმა­ზე ვტი­რო­დი, სად არის ჯარი? არ ვიცი რამ­დენ ხანს გა­უძ­ლე­ბენ და გა­დარ­ჩე­ბი­ან თუ არა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი?!. სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, რო­გორ არ­ბევ­დნენ მიმ­დე­ბა­რე სამ­ხედ­რო ბა­ზებს, აყავთ მძევ­ლე­ბი , აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, ხო­ცავ­დნენ ყვე­ლას ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის ჩათ­ვლით, ცო­ცხლად ფატ­რა­ვენ ორ­სუ­ლებს, წვავ­დნენ ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს … და ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად იღებ­დნენ რომ შემ­დეგ ეზე­ი­მათ. (გააგრძელეთ კითხვა)