ხვიჩამ გოლი გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ვერონას" ამარცხებს [VIDEO]
სერია A-ს მეცხრე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონას“ 2:0 ამარცხებს.
მატჩი მოულოდნელად მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე მერეტს ორჯერ მოუწია ბურთის მოგერიება, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, ორჯერ თავისი გუნდი მეკარე მონტიპომ გადაარჩინა, 27-ე წუთზე კი პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა. მორიგი იერიშისას კაიუსტემ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, მსაჯმა ფარაონი“დაინდო“, მარიანის კი ყვითელი ბარათი უჩვენა. 43-ე წუთზე კი ხვიჩა ფარაონის გაექცა და ანგარიში გაზარდა, ხოლო მის აღნიშვნას შეხლა-შემოხლა და ფარაონის გაფრთხილება მოჰყვა.