"კვარამ" ისევ გაიბრწყინა: 2 გოლი, "ვერონას" უშანსოდ დატოვებული მცველები და მეკარე - "ნაპოლიმ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა. სერია A-ს მეცხრე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდა.
რუდი გარსიამ "ნაპოლი" შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მარიო რუი, კაიუსტე, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორიუნდა ითქვას, რომ ნეაპოლურ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. დღეს მოედანზე ვერ გამოდიან ჟუან ჟეზუში, რომელიც დაშავებულია და ასევე ზამბო ანგისა - მას "ფიორენტინასთან" მატჩში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. გუნდისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელს ისეთი ტრავმა აქვს მიღებული, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ მატჩში ნეპოლელთა იმედი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ქორწინების შემდეგ პირველ მატჩს ატარებს.
"კვარამ" გულშემატკივარს იმედები ნამდვილად არ გაუცრუა და "ვერონას" კარში პირველი ტაიმის მიწურულს ულამაზესი გოლიც შეაგდო. მანამდე ანგარიში 26-ე წუთზე პოლიტანომ გახსნა, საგოლე პასი მას რასპადორიმ ჩააწოდა. საბოლოო ჯამში რუდი გარსიას გუნდი საკმაოდ მობილიზებული და შემტევი იყო. (გააგრძელეთ კითხვა)