"იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაშია, ადვილი არ არის - ამას მტერსაც არ ვუსურვებდი" -"ჰამასის" მძევალი გოგონას შეყვარებული მსოფლიო ლიდერებს მიმართავს
27 წლის ინბარ ჰაიმანი ისრაელზე თავდასხმის დროს, 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ჰაიმანის შეყვარებული ნოამ ალონი საერთაშორისო ლიდერებს მოუწოდებს, მძევლების უსაფრთხო დაბრუნება მათ პრიორიტეტად აქციონ.
ჰაიმანი, 27 წლის მხატვარია. იგი მოხალისედ მუშაობდა ნოვას ფესტივალზე სამხრეთ ისრაელში, სწორედ იმ დღეს, როდესაც ჰამასმა ტერორისტული თავდასხმა წამოიწყო. თავდასხმის შედეგად 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გადარჩენილების უმეტესობა კი ტყვედ წაიყვანეს. ინბარის გატაცების ვიდეო ინტერნეტშიც გავრცელდა.
"ჩემს მშობლებს ურჩევნიათ, ეს არ ვნახო“, - ამბობს 24 წლის ნოამი. "მათ კადრები აღმიწერეს, თუმცა ვიდეო თავად არ მინახავს. არ მინდა, რომ ეს ჩემს გონებაში დაფიქსირდეს. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შევინარჩუნო და ყველაფერი გავაკეთო მის დასაბრუნებლად“.
"ვიდეო ერთგვარ შვებად მივიღეთ, რადგან დავრწმუნდით, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაში მძევალია, ადვილი არ არის – ამას მტერსაც არ ვუსურვებდი. თუმცა, სიკვდილზე უკეთესია“ - ამბობს ალონი - ”გამტაცებლები ჰამასის წევრები არ იყვნენ. ვფიქრობ, მხოლოდ ღაზას მოქალაქეები უნდა ყოფილიყვნენ. ერთ მათგანს დანა ჰქონდა. ინბარს დაედევნნენ და მისი დაჭერა მოახერხეს. ამ დროს მოტოციკლით მოვიდა კიდევ ერთი ტერორისტი და მძევლები წაიყვანეს.“ (გააგრძელეთ კითხვა)