ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, რომელიც ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაშის დროს, მეუღლეს მიუძღვნა (VIDEO)
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ნაპოლის“ გასვლითი მატჩის მოგებაში (3:1) დუბლით დაეხმარა. პირველი გოლის შემდეგ ქართველის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები გააღიზიანა, რაც გაურკვევლობის და მცირე კონფლიქტის მიზეზიც გახდა.
კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნებისკენ ე.წ. არათითი ასწია, რომელზედაც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ამით გოლი ნიცა თავაძეს მიუღძვნა.