"ისრაელისა და უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის"
ისრაელისა და უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ვიცი, რომ ეს კონფლიქტები შესაძლოა, ძალიან შორეულად ჩანდნენ. ბუნებრივია კითხვა: რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის? ისრაელისა და უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები და დიქტატორები ფასს არ იხდიან, ისინი უფრო მეტ სიკვდილსა და განადგურებას იწვევენ“, - წერს ბაიდენი.