"ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი" - რა წერია წერილში, რომელიც "ჰამასის" დავდასხმის შედეგად დაღუპულმა თამარ გოლდბერგმა 17 წლის ასაკში დაწერა? - კვირის პალიტრა

"ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი" - რა წერია წერილში, რომელიც "ჰამასის" დავდასხმის შედეგად დაღუპულმა თამარ გოლდბერგმა 17 წლის ასაკში დაწერა?

„ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გაუჩინარებული ქართველი ებრაელი ახალგაზრდა ქალი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დამ, მარიამ გოლდბერგმა გაავრცელა.

თამარს 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეძებდნენ. ის სწორედ იმ მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, სადაც „ჰამასმა" ორი კვირის წინ, გასართობად შეკრებილ ასეულობით ადამიანზე სასტიკი თავდასხმა განახორციელ

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც თამარ გოლდბერგის მამამ გადასცა. ლაშა ჟვანიას თქმით, ესწერილი 17 წლის თამარ გოლდბერგმა დაწერა:

394514189-888614119512432-4673230936255511192-n-1697987726.jpg

"გუშინ მამამ, 2015 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში თამის მიერ ინგლისურად გალექსილი ნააზრები მიჩვენა.ქართულად, მოკლედ ასე ჟღერს:

"შენთვის; ჩვენთვის; გარშემომყოფთათვის; ცოცხალთა და მკვდართათვის; უპოვართა და ყოვლისმქონეთათვის; შენი საკუთარი თავისთვის!.. შეიწყნარე განსხვავებული, აღიარე შეცდომები, ეგოგმანე სიყვარულს, გახსენი გონება და იცხოვრე!"

ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი. ამის შემდეგ 7 წლის თავზე, თამი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა თავისუფალ დროს, სიძულვილით გონება და სულდაბინდული ორგანიზებული ტერორის მსხვერპლი გახდა," - წერს ლაშა ჟვანია.

ასევე ლაშა ჟვანია წერს, რომ თამარს ისრაელში, რიშონ ლეციონის “განეი ესთერ”-ის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავანე:

"დღეს, 23 წლის თამი (თამარ) კორსანტია-გოლდბერგს გამოვემშვიდობებით. თამის დედ-მამა ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ და 93 წელს ლტოლვილებად ქცეულები ისრაელში რამდენიმე თვის ჩვილთან, თამის უფროს დასთან ერთად, გაემგზავრნენ.7 ოქტომბრის დილას, თამი სამ მეგობართან ერთად ტერორისტებს ემსხვერპლა. ოჯახთან ერთად, ჩვენც იმედიანად ვიყავით, რომ თამი გატაცებულთა შორის იქნებოდა და ძალისხმევა არ დაგვიკლია სამძებრო და შემდეგ, გამოხსნის საშუალებებით და ქმედებებით. თუმცა, პარასკევს მისი იდენტიფიკაცია მოხდა.

თამის დაკრძალვა 15:30 საათზე, რიშონ ლეციონის “განეი ესთერ”-ის სასაფლაოზე შედგება.დღეს, თამის ისრაელი და საქართველო ერთად დატირის!"