რევაზ ნიკოლაძე: "თვითმფრინავიდან რომ გამოვედი, ქართული მიწის კოცნა მომინდა" - კვირის პალიტრა

რევაზ ნიკოლაძე: "თვითმფრინავიდან რომ გამოვედი, ქართული მიწის კოცნა მომინდა"

არქივი

"საფ­რან­გეთ­ში უც­ნა­უ­რი ფრან­გი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი - უც­ნა­უ­რი ქარ­თვე­ლი. აქ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, ქარ­თვე­ლად ვგრძნობ თავს", - მე­უბ­ნე­ბა სიმ­პა­თი­უ­რი მა­ღა­ლი მა­მა­კა­ცი. ეს რე­ვაზ ნი­კო­ლა­ძეა - სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში წა­სუ­ლი ემიგ­რან­ტის პირ­ვე­ლი ვაჟი. სა­ო­ცა­რი მო­სას­მე­ნია მისი ფრან­გუ­ლაქ­ცენ­ტი­ა­ნი ქარ­თუ­ლი, მისი მო­ნა­თხრო­ბი კი ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო:

რე­ვაზ ნი­კო­ლა­ძე:

- მა­მა­ჩე­მი შოთა ნი­კო­ლა­ძე იუნ­კე­რი იყო. მე­სა­მე კურ­სზე იყო იუნ­კერ­თა სკო­ლა­ში, რო­დე­საც ომი და­ი­წყო. ტა­ბახ­მე­ლა­სა და კო­ჯორ­თან ხიშ­ტით იბ­რძო­და, გა­დარ­ჩა და თა­ვის ხუთ მე­გო­ბარ­თან ერ­თად გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძეს გაჰ­ყვა. 1921 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ერთი გე­მით წა­ვი­და ბა­თუ­მი­დან სტამ­ბო­ლის­კენ, მე­ო­რე გე­მით კი - იუნკრე­ბი და გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე. სტამ­ბო­ლი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ. იქ ორ წე­ლი­წადს დარ­ჩნენ. ამა­სო­ბა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში სამ­ხედ­რო­ებ­მა აი­ღეს და იუნკრე­ბი პო­ლო­ნეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ.

მამა ამ დროს 21 წლის იყო. პო­ლო­ნეთ­ში ბევ­რი იუნ­კე­რი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც პო­ლო­ნე­თის არ­მი­ა­ში შე­ვიდ­ნენ. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ბევ­რი მათ­გა­ნი კა­ტინ­ში წი­თელ არ­მი­ას­თან ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა. მა­მა­ჩემ­მა ვარ­შა­ვი­დან პა­რიზ­ში ამო­ყო თავი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი 20-25 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ. მა­მამ იქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი გა­იც­ნო და და­უ­ახ­ლოვ­და მო­მა­ვალ სი­მამრს - ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძეს, რო­მე­ლიც სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რე იყო. მა­მას იუნ­კე­რი მე­გობ­რე­ბი დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარ­თან მი­ვიდ­ნენ და უცხო­ელ­თა ლე­გი­ონ­ში გა­აგ­რძე­ლეს სამ­სა­ხუ­რი, მა­მამ კი სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყო და ცო­ლად შე­ირ­თო ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - მე­დეა ღამ­ბა­ში­ძე.

ბა­ბუა - ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძე

- ბა­ბუ­ა­ჩე­მი, ვახ­ტანგ ღამ­ბა­ძი­შე ექი­მი იყო. 1927-დან 1947 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და და ყვე­ლას უყ­ვარ­და. ის ქუ­თა­ი­სის პირ­ველ გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და. იხ­სე­ნებ­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბი რო­გორ აი­ძუ­ლებ­დნენ ბავ­შვებს რუ­სუ­ლად ლა­პა­რაკს. ვი­საც ქარ­თუ­ლი სი­ტყვა წა­მოს­ცდე­ბო­და, ჯი­ბე­ში ქვას უდებ­დნენ. მოს­წავ­ლე გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუ რო­მე­ლი­მე თა­ნა­ტოლს ქარ­თუ­ლი სი­ტყვა წა­მოს­ცდე­ბო­და, ქვა მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა. ვი­საც ქვა სა­დი­ლო­ბის წინ აღ­მო­აჩ­ნდე­ბო­და, უჭ­მელს ტო­ვებ­დნენ. ბა­ბუა არა­ვის აძ­ლევ­და ქვას და მში­ე­რი რჩე­ბო­და. რად­გან სულ ბა­ბუა ის­ჯე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბელ­მა ხელი აიღო ამ სი­სუ­ლე­ლე­ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ბუა პე­ტერ­ბურ­გში წა­ვი­და მე­დი­ცი­ნის შე­სას­წავ­ლად. 1898 წელს კი ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად, პე­ტერ­ბურ­გი­დან იე­ნა­ში ჩა­ვი­და. იქ გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ვან­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლი იყო. ბე­ბია და ბა­ბუა იე­ნა­ში და­ქორ­წინ­დნენ და 1900 წელს ზეს­ტა­ფონ­ში დაბ­რუნ­დნენ. 1904 წელს ბა­ბუ­ა­ჩემ­მა პა­ტა­რა ცემ­ში სა­ნა­ტო­რი­უ­მი და­ა­არ­სა. ჩემს დიდ ბა­ბუ­ას, და­ვითს, დიდ დე­კა­ნოზ­საც უწო­დებ­დნენ. მისი ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი. აკა­კი წე­რე­თე­ლი დე­და­ჩე­მის, მე­დეა ღამ­ბა­ში­ძის ნათ­ლია იყო.

ბა­ბუ­ა­ჩე­მი პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ას­წავ­ლი­და, ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი იყო. დე­და­ჩე­მი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ და 3 წელი იარა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში... უნი­ვერ­სი­ტე­ტის 50 წლის იუ­ბი­ლე­ზე და­სას­წრე­ბად დე­დამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­პა­ტი­ჟე­ბა მი­ი­ღო თბი­ლი­სი­დან, მაგ­რამ თურ­მე ზო­გი­ერ­თმა აუკ­რძა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ამის გამო ძა­ლი­ან უტი­რია დე­დას.

1945 წელს, ქარ­თველ­თა კო­ლო­ნი­ა­ში ტრა­გე­დია მოხ­და. რად­გან ბა­ბუა სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, მას­თან სა­ქარ­თვე­ლოს კა-გე-ბეს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, - სათ­ვის­ტო­მოს წევ­რებს უთხა­რი, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, ყვე­ლა ემიგ­რანტს კარ­გად მი­ვი­ღებ­თო. ბა­ბუა მა­შინ­ვე მიხ­ვდა კა-გე-ბეს გან­ზრახ­ვას და არა­ვის­თვის ურ­ჩე­ვია საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ლო­მე და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის მამა, ყვე­ლას ეუბ­ნე­ბო­და, რომ კო­მუ­ნის­ტურ ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ვინც დაბ­რუნ­და, ყვე­ლა და­ა­პა­ტიმ­რეს და ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. ერთი ოჯა­ხის მა­მამ გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა და მის­მა მე­უღ­ლემ თავი მო­ი­წამ­ლა. ჩემი ნაც­ნო­ბი ნე­ბი­ე­რი­ძე­ე­ბი დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ რად­გან მათი მამა ვერ­მახ­ტში ქარ­თულ ლე­გი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და, და­ი­ჭი­რეს და ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს.

ქარ­თვე­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში

- დე­დამ და მა­მამ ოცი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­წე­რეს ჯვა­რი. ჩემი დედ-მა­მის ქორ­წი­ნე­ბის დღი­დან მალე დე­ი­და­ჩე­მი, ჟორ­ჟე­ტა ღამ­ბა­ში­ძე პა­რიზ­ში ცო­ლად გაჰ­ყვა ნიკო ნი­კო­ლა­ძის ვაჟს, გი­ორ­გის. იმა­ვე წელს გი­ორ­გი და დე­ი­და­ჩე­მი ჟორ­ჟე­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. გი­ორ­გი ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და და სულ სწერ­და მა­მას, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ სუ­რა­თებს უგ­ზავ­ნი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხში­რად ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ბი­ძა­ჩე­მის გა­და­ღე­ბულ კავ­კა­სი­ო­ნი­სა და პა­ტა­რა ცე­მის ფო­ტო­ებს.

სა­უ­ბე­დუ­როდ, ბი­ძა­ჩე­მი 1931 წელს, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა და დე­ი­და­ჩე­მი სახ­ლში გა­მო­კე­ტეს. ლავ­რენ­ტი ბე­რია მისი კლა­სე­ლი იყო და არ უნ­დო­და, ჟორ­ჟე­ტა საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, - მა­მა­შე­ნი წა­ვი­და და შენ არ გა­გიშ­ვე­ბო, მაგ­რამ დე­ი­დამ მოს­კოვ­ში გა­პარ­ვა მო­ა­ხერ­ხა. აბელ ენუ­ქი­ძე და­ეხ­მა­რა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მო­ეღ­წია და პო­ლო­ნეთ­ში გა­და­სუ­ლი­ყო. მე 1930 წელს და­ვი­ბა­დე. ყო­ველ 26 მა­ისს, მა­მას სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა დრო­შით მივ­ყავ­დი ჩვე­ნი სათ­ვის­ტო­მოს შეკ­რე­ბა­ზე, სა­დაც ვმღე­რო­დი: "მე პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ვარ, კავ­კა­სი­ის მთე­ბის შვი­ლი"...

მა­მამ პა­რიზ­ში ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­ბავ­შვო ბაღი და­ა­არ­სა, სა­დაც კვი­რა­ში ორ­ჯერ დავ­დი­ო­დით. ვსწავ­ლობ­დით ქარ­თულ წერა-კი­თხვას, ცეკ­ვას, სიმ­ღე­რა­სა და ის­ტო­რი­ას. სკო­ლა­ში ფრან­გუ­ლი წერა-კი­თხვა შე­ვის­წავ­ლე. 26 მა­ის­სა და შო­ბას ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ში ვხვდე­ბო­დით, რო­მე­ლიც ილა­მაზ და­დეშ­ქე­ლი­ან­მა და მამა გრი­გოლ ფე­რა­ძემ და­ა­არ­სეს 1931 წელს.

"ჯვა­რი ორ­ჯერ და­ვი­წე­რე"

- ბა­ბუ­ა­სა­ვით მეც ექი­მო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. დე­დას უცხო­ე­ლი რძა­ლი არ უნ­დო­და და სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რუსი სახ­ლში არ შე­მო­იყ­ვა­ნო, სო­მე­ხიც არ მინ­და, ფრან­გის შერ­თვა ხომ კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ ხომ იცით, ახალ­გაზ­რდე­ბი მშობ­ლებს არ უჯე­რე­ბენ. 24 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ფრან­გი გოგო შე­ვირ­თე... მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ორ­ჯერ და­ვი­წე­რეთ ჯვა­რი. ერთხელ კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში და მე­ო­რედ - მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­ში, რად­გან არ მინ­დო­და, მშობ­ლე­ბის­თვის მე­წყე­ნი­ნე­ბი­ნა. ოთხი შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა. უფ­როს ვაჟს არნო და­ვარ­ქვით, ქარ­თუ­ლად - შოთა. სამი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს. ჩემი ვაჟი ალ­პი­ნის­ტი იყო და 10 წლის წინ ელ­ვამ მოკ­ლა ეტ­ნა­ზე. ჩემ­მა ვაჟ­მა მო­ას­წრო და ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა, - ერთხელ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტე­ბის მოწ­ვე­ვით. და­სა­ნა­ნია, რომ ჩემ­მა შვი­ლებ­მა ქარ­თუ­ლი ვერ ის­წავ­ლეს. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი აღარ იყო და აზ­რიც აღარ ჰქონ­და, ჩემს ცოლ­სა და შვი­ლებს ქარ­თუ­ლი ეს­წავ­ლათ.

უნა­ხა­ვი სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბა

- 1982 წელს ავი­ნი­ონ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე რო­ბერტ სტუ­რუა ჩა­მო­ვი­და სპექ­ტაკ­ლე­ბით - "რი­ჩარდ III" და "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე". მე და ჩემი და ნა­თე­ლა ვი­ყა­ვით თარ­ჯიმ­ნე­ბი, რად­გან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თარ­ჯი­მა­ნი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კა-გე-ბეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სულ მთვრა­ლი იყო. ფრან­გებს ქარ­თუ­ლი არ ეს­მო­დათ და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა არ იცოდ­ნენ, რა ექ­ნათ. სწო­რედ ამ დროს ვი­კის­რეთ მე და ჩემ­მა დამ თარ­ჯიმ­ნო­ბა. გა­ვი­ცა­ნი რო­ბი­კო და მსა­ხი­ო­ბე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი ცოტა რომ შე­სუს­ტდა, საფ­რან­გეთ­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლი ჩა­მო­ვი­და. მამა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე მი­დი­ო­და კონ­ცერ­ტზე და სი­ხა­რუ­ლით ტი­რო­და, როცა სცე­ნა­ზე ქარ­თულ ცეკ­ვას უყუ­რებ­და. ამის შემ­დეგ გა­მო­ვი­და ფილ­მი - "ჯა­რის­კა­ცის მამა"; დღე­ში სამ­ჯერ უჩ­ვე­ნებ­დნენ და ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მო სა­მი­ვე სე­ანსს ეს­წრე­ბო­და. სა­ო­ცა­რი ნოს­ტალ­გია ჰქონ­დათ, მაგ­რამ იცოდ­ნენ, რომ სამ­შობ­ლო­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. მა­მე­ბი რა­ტომ­ღაც არ უყ­ვე­ბი­ან სამ­შობ­ლო­ზე შვი­ლებს და მერე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი იწყე­ბენ ფეს­ვე­ბის ძი­ე­ბას. მა­მე­ბის თა­ო­ბა შე­იკ­რი­ბე­ბო­და სუფ­რას­თან, ღვი­ნოს სვამ­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს ადღეგ­რძე­ლებ­დნენ.

მა­მამ და დე­დამ სამ­შობ­ლო ვე­ღარ ნა­ხეს და სა­ქარ­თვე­ლოს ნატ­ვრა­ში და­ლი­ეს სული.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1969 წელს ჩა­მო­ვე­დი. ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მო­დან ზო­გი­ერ­თი კა-გე-ბე-სთვის მუ­შა­ობ­და. რო­გორც ჩანს, ჩემ­ზე ცუდი არა­ფე­რი უთ­ქვამთ და ვიზა მომ­ცეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ღამ­ბა­ში­ძე­ე­ბის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვე­დი. თვითმფრი­ნა­ვი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, სა­ო­ცა­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა. მშობ­ლი­უ­რი მი­წის კოც­ნა მო­მინ­და. გული ამო­ვარ­დნა­ზე მქონ­და, თით­ქოს ერ­თი­ა­ნად ცე­ცხლი მო­მე­დო. უამ­რა­ვი ნა­თე­სა­ვი დამ­ხვდა. ჩემს მე­უღ­ლეს ეში­ნო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დარ­ჩე­სო, მაგ­რამ არ მი­ფიქ­რია დარ­ჩე­ნა საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი აი­ვან­ზეც კი ჩურ­ჩუ­ლით ლა­პა­რა­კობ­დნენ. მას შემ­დეგ შვიდ­ჯერ მა­ინც ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყო­ველ­თვის მგო­ნია, რომ სა­მო­თხე­ში ჩა­მოვ­დი­ვარ. 1994 წელს, რო­დე­საც ქარ­თველ­თა კონ­გრე­სი გა­ი­მარ­თა, მი­თხრეს, და­გიბ­რუ­ნებთ ქო­ნე­ბას პა­ტა­რა ცემ­ში და ჩა­მო­დი­თო, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი, - ეს თქვე­ნი მი­წაა, მე უცხო­ე­ლი, ფრან­გი ქარ­თვე­ლი ვარ".

შტრი­ხი პორ­ტრე­ტის­თვის

ნონა ღამ­ბა­ში­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს­ტუ­დია "მე­მა­ტი­ა­ნეს" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

- მე და რეზო ნი­კო­ლა­ძე მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ვართ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ქსე­ნო­ფონ­ტე და რე­ზი­კოს ბა­ბუა ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძე ძმე­ბი იყ­ვნენ. მათი მე­სა­მე ძმა, და­ვი­თი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ინ­გლის­ში და მერე ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. და­ვითს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სტა­ლინ­თან (რო­დე­საც ჯერ კი­დევ კო­ბას ეძახ­დნენ) ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. იმ დრო­ის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა­ში მო­დუ­რი იყო რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რო­ბა და და­ვი­თიც ამ წრე­ში იყო. ამის გამო ბა­თუმ­ში და­ი­ჭი­რეს, დიდ­მა ბა­ბუ­ამ გა­მო­იხ­სნა. მა­ი­მუ­ნო­ბა გე­ყო­ფაო, უთხრა და ინ­გლის­ში გა­უშ­ვა სას­წავ­ლებ­ლად. როცა სტა­ლი­ნი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი გახ­და, და­ვითს შე­უთ­ვა­ლა, ოღონდ დაბ­რუნ­დი და დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაგ­ნიშ­ნა­ვო. და­ვითს კი უპა­სუ­ხია, - მი­მი­ფურ­თხე­ბია იმ ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც შენ პირ­ვე­ლი კაცი ხარო... რეზო მიკ­რო­პე­დი­ატ­რია.

1984 წელს ორი კვი­რით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ დროს შა­ტილ­ში გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი და რეზო დავ­პა­ტი­ჟე. ავე­დით სო­ფელ­ში და ეთ­ნოგ­რა­ფი თინა ოჩი­ა­უ­რი შემ­ხვდა. შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო, ჩვე­ნი სოფ­ლის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს დიდ­ხანს შვი­ლი არ ჰყავ­და, რო­გორც იქნა, ვაჟი შე­ე­ძი­ნა; ბავ­შვი რამ­დე­ნი­მე თვი­საა და მძი­მედ გახ­და ავად, სამი დღეა არა­ფე­რი უჭა­მია; მამა დუ­შეთ­შია თათ­ბირ­ზე, სო­ფელ­ში კი არც ექი­მია და არც ექთა­ნი, პა­ტა­რა კვდე­ბაო. ბედი ჰქო­ნია იმ ბავ­შვს, რომ საფ­რან­გეთ­ში ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი იმ დროს შა­ტილ­ში აღ­მოჩ­ნდა. რე­ზოს ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და გუ­ლის ოპე­რა­ცია და წამ­ლე­ბით სავ­სე ჩან­თას და­ა­ტა­რებ­და. გა­ვა­გე­ბი­ნე თუ არა ბავ­შვის ამ­ბა­ვი, და­ავ­ლო წამ­ლებს ხელი და წა­ვე­დით. რო­გორც კი ხელ­ში აიყ­ვა­ნა, პა­ტა­რამ ტი­რი­ლი შე­წყვი­ტა.

ფო­ნენ­დოს­კო­პი იქ სად ექ­ნე­ბო­და, ბავ­შვი ყუ­რით გა­სინ­ჯა და თან ყვე­ლას აწყნა­რებ­და, ნუ გე­ში­ნი­ა­თო. ბავ­შვს ნემ­სი გა­უ­კე­თა და დე­დას უთხრა, პა­ტა­რა ახლა და­ი­ძი­ნებს და ეცა­დეთ, სიმ­შვი­დე არ და­ურ­ღვი­ო­თო. მე­ო­რე დღეს, კარ­გად გა­თე­ნე­ბუ­ლიც არ იყო, რეზო თავ­ზე და­მად­გა, ბავ­შვთან წა­ვი­დე­თო. წყვდი­ა­დი იყო, თან, კო­კის­პი­რუ­ლად წვიმ­და. ჯერ გა­თენ­დეს-მეთ­ქი. - არა, ბავ­შვს ახლა დას­ჭირ­დე­ბა ჩემი დახ­მა­რე­ბაო. ცე­ლო­ფა­ნის პარ­კე­ბი ჩა­მო­ვი­ფხა­ტეთ თავ­ზე და წა­ვე­დით. ბავ­შვს კი­დევ ერთი ნემ­სი გა­უ­კე­თა და გა­და­არ­ჩი­ნა. მე­სა­მე დღეს ბავ­შვის მამა ჩა­მო­ვი­და. თან გა­დაჰ­ყვა რე­ზოს და წა­მოს­ვლი­სას ნა­ბა­დი აჩუ­ქა.

იზო რი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)