"ერთ-ერთ პარკში იჯდა გაურკვევლად" - სად და რა ვითარებაში იპოვეს 4 შვილის დედა? - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთ პარკში იჯდა გაურკვევლად" - სად და რა ვითარებაში იპოვეს 4 შვილის დედა?

32 წლის ქალი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, იპოვეს.

ინფორმაციას მისი ახლობლები "ფეისბუქით" ავრცელებენ:

"ვიპოვეთ!!! მადლობა, ხალხო, ამხელა თანადგომისთვის... ჯანმრთელია! ჩემთანაა" - წერს ახლობელი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ნაპოვნი ქალის ფოტოც. არსებული ინფორმაციით, ის ამ დროისათვის პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება.