60 წლის კონსტანტინეს ახალი შეყვარებული 22 წლისაა - ვალერი მელაძის თქმით, მისი ძმის და ვერა ბრეჟნევას ოჯახი პოლიტიკის გამო არ დანგრეულა - კვირის პალიტრა

60 წლის კონსტანტინეს ახალი შეყვარებული 22 წლისაა - ვალერი მელაძის თქმით, მისი ძმის და ვერა ბრეჟნევას ოჯახი პოლიტიკის გამო არ დანგრეულა

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე და ვერა ბრეჟნევა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. რუ­სეთ უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე სა­სახ­ლე და­ტო­ვა და იტა­ლი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ვერა ბრეჟნე­ვამ სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტუ­რა ჭირო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძეს 8-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­შორ­და. ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, წყვილს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა პო­ლი­ტი­კის გამო მოხ­და: ვე­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ლა­ძეს მოს­თხო­ვა, რომ სა­ჯა­როდ და­ე­ჭი­რა მხა­რი უკ­რა­ი­ნის­თვის, რა­ზეც კომ­პო­ზი­ტორ­მა უარი გა­ნა­ცხა­და. მი­ზე­ზად კი რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და ბიზ­ნე­სი და­ა­სა­ხე­ლა.

წყვი­ლის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი რუ­სულ მე­დი­ას­თან ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ გა­ა­კე­თა. ჭორი იმის შე­სა­ხებ, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კის გამო და­შორ­დნენ, უარ­ყო და სი­სუ­ლე­ლე უწო­და.

"აბა, ასე­თი სი­სუ­ლე­ლე რო­გორ მოგ­დით თავ­ში?! კოს­ტია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნია. მათ და­შო­რე­ბის­თვის დიდი პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­დათ, - გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ. მისი ძმა ამ­ჟა­მად ისევ იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს.

ვე­რას­თან შეხ­ვედ­რამ­დე ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო იანა სუმ­ზე. წყვილს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რომ­ლე­ბიც 19-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დან­გრე­ვის შემ­დეგ, დე­დას­თან დარ­ჩნენ. რუ­სუ­ლი მე­დია დღემ­დე წერს, რომ ვე­რამ კომ­პო­ზი­ტო­რი ოჯა­ხი­დან "მო­ი­პა­რა“.

"მე ვარ ერთ-ერთი იმ ქალ­თა­გა­ნი, რო­მე­ლიც მო­ა­ტყუ­ეს. რო­დე­საც ამა­ზე ეჭვი გა­მიჩ­ნდა, ქმრის ტე­ლე­ფო­ნი ვნა­ხე. ერთ დღეს, უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ვუ­ძე­ლი ამ ყვე­ლა­ფერს და ვე­რას ნო­მე­რი ავ­კრი­ფე. ვუ­თხა­რი:

"არ მაქვს პრე­ტენ­ზია და არც გსაყ­ვე­დუ­რობ. გააგრძელეთ კითხვა