"თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს რუსულ უფსკრულში..." - კვირის პალიტრა

"თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს რუსულ უფსკრულში..."

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ არ აღმოჩნდეს იმ რუსულ უფსკრულში, რომელში გადავარდნაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძემ იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილება დადებითი იქნება. დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოების ტალღაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რადგან ევროკავშირისგან ვიცით, რომ მათი რეკომენდაციებიდან მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენი - არა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"