"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ანტიევროპული შეიძლება უწოდო მაშინ, თუ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და არ გვინახავს, როგორ გეგმავენ ახალი „მაიდანის" მოწყობას" - კვირის პალიტრა

"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ანტიევროპული შეიძლება უწოდო მაშინ, თუ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და არ გვინახავს, როგორ გეგმავენ ახალი „მაიდანის" მოწყობას"

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ანტიევროპული შეიძლება უწოდო იმ შემთხვევაში, თუკი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და ტელევიზიით არ გვინახავს, როგორ გეგმავენ ცეცხლის ანთებას და ახალი "მაიდანის" მოწყობას, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი ოპოზიციის შეფასებებს "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

ვოლსკის შეფასებით, სიტუაცია არ არის ორდინალური.

„ანტიევროპული შეიძლება უწოდო იმ შემთხვევაში, თუკი მოსწორებულია ყველაფერი, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, თუკი ტელევიზიით არ გვინახავს თუ როგორ გეგმავენ ცეცხლის ანთებას და ახალი "მაიდანის" მოწყობას - მაშინ შეიძლება კიდევ ეჭვი შეგეპაროს ამ კანონის აუცილებლობაში. სიტუაცია ორდინალური არ არის და საკმაოდ რთული ვითარებაა. აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვებიც, შიშიც, მით უმეტეს, თუკი ეს ვიხილეთ ყველამ და ვხედავთ როგორ ორგანიზებულობით ემზადებიან, რომ ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მდგომარეობაში ახალი შემოტევა დაიწყონ. პრეზიდენტის მოტივი არის წმინდა პოლიტიკური. ზუსტად იმ პლატფორმაზე იმყოფება ის, რომლიდანაც აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს ვისმენდით 26 მაისს თუ პარლამენტში ახლაც და ცოტა უფრო ადრეულ პერიოდშიც. რასაკვირველია, მისი პოლიტიზებული განცხადებები გადათარგმნილი იქნებოდა მის მიერ ვეტოს დადებაში, უნდა დაიძლიოს რასაკვირველია და ამის არგუმენტიც არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკი ელოდება, რომ პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებსაც ვეტოს დაადებს.

„არავითარი საფუძველი იმისა, რომ ამ კანონს ვეტო დაედოს, პრეზიდენტს არ აქვს, მაგრამ რასაკვირველია, ისეთი დაპირისპირების პირობებში, როცა სურათი ჩამოყალიბდა და აშკარა გახდა ვინ რა პლატფორმაზეა, ამავე დროს პრეზიდენტი რა მიმართულებით ავითარებს თავის პოლიტიკას, ვფიქრობ, რომ ამაზეც ვეტო იქნება დადებული, თუმცა, არავითარი საფუძველი, რომ მან კანონს ვეტო დაადოს, არ არსებობს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

IPN